შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ირინე კვაჭაძე![]()
ბიოგრაფიადაამთავრა თბილისის სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1984 წელს. 1984–1987წწ. იყო თბილისის სამედიცინო უნივერსიტეტის სამედიცინო ფიზიოლოგიის კათედრის ასპირანტი; 1987–1992წწ. ასისტენტი; 1992–1997წწ. დოცენტი; 1997 წლიდან პროფესორი. 2004 წლიდან ამავე კათედრის (2006 წლიდან ფიზიოლოგიის დეპარტამენტი) გამგე, 2006 წლიდან არის ფიზიოლოგიის დეპარტამენტის სრული პროფესორი და დეპარტამენტის ხელმძღვანელი. 1992–2009წწ. თბილისის სამედიცინო უნივერსიტეტის სამეცნიერო განყოფილების ხელმძღვანელი, სამეცნიერო მუშაობის კოორდინაციის სამსახურის უფროსი, მაგისტრატურისა და დოქტურანტურის სამსახურის ხელმძღვანელი; 2009 წლიდან არის თბილისის სამედიცინო უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელი. მისი ხელმძღვანელობით შესრულებულია ხუთი დისერტაცია, გამოიცა ერთი მონოგრაფია, არის 90–ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი. სამეცნიერო ნაშრომები ძირითადად ეხება გულ–სისხლძარღვთა სისტემის რეაქციის თავისებურებებს ფსიქოემოციურ დატვირთვაზე სხვადასხვა კვებითი მდგომარეობების დროს, ფიზიოლოგიურ ფუნქციათა და მათი სარეგულაციო მექანიზმების ურთიერთანამოქმედებას ადამიანის ორგანიზმში სხვადასხვა მეტაბოლური და ჰორმონული სტატუსის პირობებში და სხვა. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ჭაბუკთა გულსისხლძარღვთა სისტემისრეაქციის თავისებურებანი ფსიქოემოციურ დატვირთვაზე სხვადასხვა კვებით მდგომარეობაში", დაიცვა 1988 წელს. სადოქტორო დისერტაციის თემა - "ფიზიოლოგიურ ფუნქციათა ურთიერთქმედების თავისებურებანი ქალის ორგანიზმში", დაიცვა 1997 წელს. წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.149 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |