The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



თედორე კიკვაძე

თედორე კიკვაძე
სხვა სახელი:ფანდი  (ფსევდონიმი)
ჭაღარა  (ფსევდონიმი)
დაბადების თარიღი:1868
გარდაცვ. თარიღი:16 დეკემბერი, 1934  (66 წლის ასაკში)
კატეგორია:მწერალი, პოლიტიკოსი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი მაკვანეთი, ოზურგეთის მაზრა.

დაამთავრა თბილისის სასულიერო სემინარია 1890 წელს.

1890-1891წწ. მასწავლებლობდა სოფელ მაკვანეთში; 1891 წელს იყო ამიერკავკასიის რკინიგზის სადგურ გომში შავი ქვის კანტორის გამგე; 1892 წელს მართავდა ამავე ფირმის ჯოყუთის კანტორას; 1893 წელს გადავიდა ამავე ფირმის ჭიათურის მთავარი საწარმოო კანტორის გამგე; 1896 წელს იყო ქ. ფოთში ღოღობერიძის ფირმის საექსპორტო კანტორის გამგე; 1897 წელს ჟურნალ "კრებულის" რედაქციის გამგე; ამავე დროს თანამშრომლობდა ჟურნალ "კვალში"; 1912 წელს მიიწვიეს ლ. პეტრაშევსკის 8–კლასიან კერძო კომერციულ სასწავლებელში ქართული ენის მასწავლებლად; 1918-1919წწ. აგრეთვე იყო ქალთა მეოთხე გიმნაზიაში ამავე საგნის მასწავლებელი; 1917-1919წწ. "ტფილისის საგუბერნიო სასურსათო კომიტეტის" გამგეობაში ხელმძღვანელობდა ტყავეულობა–ფეხსაცმელის და სარევიზიო განყოფილებას; 1921 წლიდან მივლინებული იყო განათლების სახალხო კომისარიატთან სამუშაოდ; 1922 წელს მუშაობდა სამხედრო კოოპერატივში ინფორმატორის თანამდებობაზე; 1923 წელს ამავე თანამდებობაზე სასურსათო კომისარიატში; 1927 წელს საქართველოს "სამხატვრო აკადემიაში" ქართული ენის ლექტორად; 1931 წლიდან პედაგოგიური ინსტიტუტის ქიმიურ–ტექნოლოგიურ დარგზე ასწავლიდა რუსულ ენას; ავტორია წიგნებისა: "პატარა მოთხრობა"(1887), "საბრალო კრიტიკოსი"(1901), "ჩვენი მეგობარი"(1926); მას ეკუთვნის თარგმანები: "ლენინი და ლენინიზმი"(1924), "მუშათა საკითხი"(1900); ათავსებდა წერილებს ჟურნალებში ფსევდონიმებით: "ჭაღარა", "ფანდი".

წყარო: საქართველოს დამფუძნებელი კრება 1919. -თბ., 2016.-გვ.272; საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921): ენციკლოპედია -ლექსიკონი. -თბ., 2018.-გვ.224; ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი, 1801-1952: ტ. II ე-ლ / იოსებ იმედაშვილი.-თბ.,2021.-გვ.668 

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • განათლების მუშაკთა პროფესიული კავშირი, წევრი (1917-)
  • განათლების სამინისტროსთან არსებული "სასკოლო კომიტეტი", წევრი (1918-)
  • საისტორიო–საეთნოგრაფიო საზოგადოება, მუდმივი წევრი (1914-)
  • საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პარლამენტი, წევრი (1918-)
  • საქართველოს მეცნიერ მუშაკთა სექცია, წევრი (1931-)
  • ტფილისის საგუბერნიო სასურსათო კომიტეტის გამგეობა, წევრი (1917-)
  • ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, წევრი (1914-)
  • ქართულ "მხედრული" შრიფტის შესწორების კომისია, თავმჯდომარე (1920-)

ბიბლიოგრაფია

  • პატარა მოთხრობა (ავტორი). - თბილისი, კ. თავართქილაძის გამომც. (გრ. ჩარკვიანის სტ.), 1889. - 58გვ.

გააზიარე: