შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ლალი ბაქრაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სან–ჰიგიენური ფაკულტეტი 1975 წელს. 1975–1978წწ. იყო თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის შრომის ჰიგიენისა და პროფდაავადებათა კათედრის ასპირანტი; 1978–1983წწ. ამავე კათედრის ასისტენტი, 1983–1995წწ. უფროსი მასწავლებელი. 1995 წლიდან აღნიშნული კათედრის დოცენტი; თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პროფილაკტიკური მედიცინის ფაკულტეტის სამეცნიერო საბჭოს სწავლული მდივანი. ავტორია 38 სამეცნიერო ნაშრომისა, რომლებიც ეხება შრომის ჰიგიენას, შრომის ფიზიოლოგიას, სამრეწველო ტოკსიკოლოგიას. ექიმ-ჰიგიენისტი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "დარიშხანის წარმოების მუშათა შრომის ჰიგიენა და ჯანმრთელობის მდგომარეობა", დაიცვა 1994 წელს. წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.31–32 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |