The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ლალი ბაქრაძე

ლალი ბაქრაძე
დაბადების თარიღი:4 იანვარი, 1953  (71 წლის)
კატეგორია:ექიმი, მეცნიერი

ბიოგრაფია

დაბადების  ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სან–ჰიგიენური ფაკულტეტი 1975 წელს.

1975–1978წწ. იყო თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის შრომის ჰიგიენისა და პროფდაავადებათა კათედრის   ასპირანტი; 1978–1983წწ. ამავე კათედრის ასისტენტი, 1983–1995წწ. უფროსი მასწავლებელი. 1995  წლიდან აღნიშნული კათედრის დოცენტი; თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პროფილაკტიკური მედიცინის ფაკულტეტის სამეცნიერო საბჭოს სწავლული მდივანი. ავტორია 38 სამეცნიერო ნაშრომისა, რომლებიც ეხება შრომის ჰიგიენას, შრომის ფიზიოლოგიას, სამრეწველო ტოკსიკოლოგიას. ექიმ-ჰიგიენისტი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "დარიშხანის წარმოების მუშათა შრომის ჰიგიენა და ჯანმრთელობის მდგომარეობა", დაიცვა 1994  წელს.

წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.31–32

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • თბილისის ჰიგიენისტთა საზოგადოება, წევრი

ბიბლიოგრაფია

  • გარემოს მედიცინის საფუძვლები (რედაქტორი). - თბილისი, თბილ. სახელმწ. სამედ. უნ-ტი, 2014. - 220გვ.. - ISBN: 978-9941-0-5879-0
  • ჯანსაღი კვება და ჯანმრთელი სიბერე (რედაქტორი). - თბილისი, 2013. - 106გვ.. - ISBN: 978-9941-0-5282-8
  • შრომის ჰიგიენა : თბილ. სახელმწ. სამედ. უნ-ტისა და საქ. უმაღლ. სამედ. საგანმანათლ. დაწესებულებების საბაკალავრო და სამაგისტრო საგანამანათლ. პროგრამების სტუდენტებისათვის (შემდგენელი). - თბილისი, თბილ. სახელმწ. სამედ. უნ-ტი, 2013. - 676გვ.. - ISBN: 978-9941-0-5165-4
  • ხელოვნური გარემოს ჰიგიენა : სახელმძღვ. თბილ. სახელმწ. სამედ. უნ-ტის საგანმანათლებლო პროგრამებისათვის (რედაქტორი). - თბილისი, თბილ. სახელმწ. სამედ. უნ-ტი, 2012. - 421გვ.. - ISBN: 978-9941-0-4186-0
  • ბუნებრივი გარემოს ჰიგიენა : სახელმძღვ. თბილ. სახელმწ. სამედ. უნ-ტისა და საქ. უმაღლ. სამედ. საგანმანათლ. დაწესებულებების საბაკალავრო და სამაგისტრო სასწ. პროგრამების სტუდენტებისათვის (რედაქტორი). - თბილისი, სახელმწ. სამედ. უნ-ტის გამ-ბა, 2012. - 612გვ.. - ISBN: 978-9941-0-4187-7
  • შრომის ჰიგიენა : სახელმძღვ. ლაბორატ-პრაქტ. სამუშაოებისათვის (ავტორი). - თბილისი, თბილ. სახელმწ. სამედ. უნ-ტის გამ-ბა, 2011. - 448გვ.. - ISBN: 978-9941-0-3361-2
  • შრომის ჰიგიენა : ლაბორატორიულ-პრაქტიკული სახელმძღვ. სამედ. სპეც. სტუდ. - თბილისი, თბილ. სამედ. უნ-ტის გამ-ბ, 2009. - 281გვ.. - ISBN: 978-9941-0-1307-2

გააზიარე: