Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
რუსუდან კვანჭახაძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1989 წელს. 1993–1994წწ. იყო ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინის სამეცნიერო–კვლევითი ინსტიტუტის უმცროსი მეცნიერ–თანამშრომელი; 1995 წლიდან უფროსი მეცნიერ თანამშრომელი; 1998 წლის იანვრიდან იოდდეფიციტით გამოწვეულ დარღვევათა პროფილაქტიკის ცენტრის ექიმი–ენდოკრინოლოგი; 1996 წლიდან სამედიცინო ინსტიტუტ "ესკულაფეს" პრორექტორი. ავტორია 14 სამეცნიერო ნაშრომის, რომლებიც ეხება ენდოკრინოლოგიის პრობლემებს. 1998 წელს მიღებული აქვს მიკროელემენტების დეფიციტის ელიმინაციის მიკრო–სექტორული კურსის დამთავრების სერთიფიკატი. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ფარისებრი ჯირკვლის დაავადებების ქირურგიული და თერაპიული მკურნალობის შედეგების გავლენა თირკმელზე და ჯირკვლის მორფო–ფუნქციურ მდგომარეობაზე", დაიცვა 1994 წელს. წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.149 Member of Organizations
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |