The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ანასტასია ერისთავი-ხოშტარია

ანასტასია ერისთავი-ხოშტარია
დაბადების თარიღი:3 თებერვალი, 1868
გარდაცვ. თარიღი:1 მაისი, 1951  (83 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:დიდუბის პანთეონი, თბილისი
კატეგორია:მწერალი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. გორი.

დაამთავრა გორის პროგიმნაზია.

მუშაობდა მასწავლებლად მშობლიურ ქალაქში; 1885 წელს შედგა მისი ლიტერატურული დებიუტი, როდესაც თარგმნა ოსური ლეგენდა "ბესო"; 1921 წელს საბჭოთა ოკუპაციის შემდეგ, წავიდა მწერლობიდან და მხოლოდ საკუთარი ნაწარმოებების "პოლიტიკურად კორექტულ" შესავლებს წერდა; ავტორია ნოველებისა: "მოლიპულ გზაზე" (1897), "ბედის ტრიალი" (1901); მოთხრობებისა: "ეკლესიის გარშემო", "მიწა", "უბედური მკურნალი", "სიკვდილის აჩრდილი", "განთიადი"; რომანისა – "სალი"; საბავშვო მოთხრობებისა: "ბატონებმა არ დაიწუნეს", "ლაზარემ გადააჭარბა", "კერა", "დედები", "კამისია", "დარისპან თარაშვილი"; 1983 წლის 21 იანვრიდან მისი პირადი არქივი დაცულია საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში. პოეტ და საზოგადო მოღვეწის დუტუ მეგრელის (დიმიტრი ხოშტარია) მეუღლე.

წყარო: მწერალთა ავტობიოგრაფიები. წ. 1/გიორგი ლეონიძის სახ. ქართ. ლიტ. მუზეუმი. -თბ., 2013. -გვ.179-187

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს საბჭოთა მწერლების კავშირი, წევრი (1934-)
  • ქართველ მწერალთა კავშირი, წევრი
  • ქართველ ქალთა საზოგადოება "მანდილოსანი", დამაარსებელი (1913-)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • საქართველოს დამსახურებული მწერალი
  • შრომის წითელი დროშის ორდენი

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: