The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



რევაზ კვერენჩხილაძე

რევაზ კვერენჩხილაძე
დაბადების თარიღი:20 იანვარი, 1948
გარდაცვ. თარიღი:31 ოქტომბერი, 2020  (72 წლის ასაკში)
კატეგორია:ექიმი, მეცნიერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ლანჩხუთის რაიონი, სოფელი ჩოჩხათი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სან–ჰიგიენური ფაკულტეტი 1971 წელს.

1971 წელს იყო რუსთავის სან–ეპიდსადგურის ექიმი; 1971–1973წწ. საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს ნ. მახვილაძის სახელობის შრომის ჰიგიენის და პროფდაავადებათა სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის უმცროსი მეცნიერ–თანამშრომელი; 1973–1980წწ. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის შრომის ჰიგიენის და პროფ–დაავადებათა კათედრის ასისტენტი; 1980–1984წწ. უფროსი მასწავლებელი; 1984–1995წწ. დოცენტი; 1995 წლიდან ამავე კათედრის პროფესორი. ავტორია 84 სამეცნიერო ნაშრომის. გამოცემული აქვს მონოგრაფია "შრომის ჰიგიენის მეთოდური პრაქტიკუმი".

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "კერამიკული წარმოების მუშათა შრომის ჰიგიენა და ჯანმრთელობის მდგომარეობა", დაიცვა 1981 წელს.

სადოქტორო დისერტაციის თემა - "საშენი მასალებისა და კონსტრუქციების მრეწველობის მუშათა შრომის ჰიგიენა და ჯანმრთელობის მდგომარეობა", დაიცვა 1993 წელს.

წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.150

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს პროფილაქტიკური მედიცინის მუშაკთა ასოციაცია, წევრი

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: