შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
მარინე აბესაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1973 წელს. 1973–1975წწ. იყო თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის პათოლოგიური ფიზიოლოგიის კათედრის უფროსი ლაბორანტი; 1975–1978წწ. სწავლობდა ასპირანტურაში; 1978–1985წწ. იყო თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის პათოლოგიური ფიზიოლოგიის კათედრის ასისტენტი; 1988–1992წწ. ამავე კათედრის დოცენტი; 1992 წლიდან ამავე კათედრის პროფესორია. გამოქვეყნებული აქვს 42 სამეცნიერო ნაშრომი, რომლებშიც გაშუქებულია საკითხები სიმსივნური და მისი მომიჯნავე ქსოვილების სისხლძარღვოვანი კალაპოტის, ქალის სასქესო ორგანოების მიკროცირკულაციური კალაპოტის შესახებ ნორმასა და ზოგიერთ ექსტრემალურ პირობებში. არის ექიმი–პათოფიზიოლოგი. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "პერიფერიული სისხლძარღვოვანი კალაპოტის რეაქტიულობა სიმსივნემატარებელ ცხოველებში ონტოგენეზის სხვადასხვა პერიოდში", დაიცვა 1984 წელს. სადოქტორო დისერტაციის თემა - "საშვილოსნოს ინტრაორგანული სისხლძარღვოვანი კალაპოტის ფუნქციური მორფოლოგია ასაკობრივი ინვოლუციის პირობებში", დაიცვა 1990 წელს. წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ., 2000.-გვ. 8 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |