შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ნანა კვირკველია![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1975 წელს. 1977–1979წწ. იყო ჯანდაცვის სამინისტროს კლინიკური და ექსპერიმენტული ნევროლოგიის კვლევითი ინსტიტუტის უფროსი ლაბორანტი; 1979–1988წწ. უმცროსი მეცნიერ–თანამშრომელი; 1988 წლიდან უფროსი მეცნიერ–თანამშრომელი. ავტორია 134 სამეცნიერო ნაშრომისა, რომლებიც ეხება პერიფერიულ ნეირომოტორულ აპარატს. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "მიასთენიის კლინიკური ასპექტები საქართველოში", დაიცვა 1986 წელს. სადოქტორო დისერტაციის თემა - "მიასთენია და მიასთენიური სინდრომები", დაიცვა 2002 წელს. წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.151 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |