შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ალექსანდრე მიქაბერიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ყუმისთავი, ქუთაისის მაზრა. დაამთავრა ქუთაისის გიმნაზია და ვარშავის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი 1893 წელს. მასწავლებლობდა თბილისის და ქუთაისის გიმნაზიებში; 1898 წლიდან იყო ქართულ გიმნაზიაში გამგის თანაშემწედ, ხოლო შემდეგ გამგედ; 1918 წელს მიწვეული იყო განათლების უწყების ცენტრალურ სამმართველოში დირექტორის მოადგილედ; XIX საუკუნის 90–იანი წლებიდან აქტიურად თანამშრომლობდა იმდროინდელ ქართულ პრესაში; მონაწილეობა აქვს მიღებული "საქართველოს განთავისუფლების ლიგის" წესდების შემუშავებაში, რისთვისაც იგი დააპატიმრეს და ქუთაისის ციხეში მოათავსეს; ავტორია საბავშვო მოთხრობებისა: "უდანაშაულო მსხვერპლი"(1895), "სამშობლოსათვის თავდადებული" (1899), "სამშობლოს სიყვარული" (1902); მას ეკუთვნის თარგმანები, ქართველი მწერლებისადმი და საზოგადო მოღვაწეებისადმი მიძღვნილი ნაშრომები – "მოგონებები იაკობ გოგებაშვილზე" (1937), "სილოვან ხუნდაძე", "შიო ჩიტიძე"; შეადგინა "ელინური მითები" (1938–1949) ჰომეროსის პოემების მიხედვით – "ტროადის ომი" და "ოდისეა"; წერდა "პელაგიაშვილისა" და "ყუმისთაველის" ფსევდონიმებით. წყარო: მწერალთა ავტობიოგრაფიები. წ. 1/გიორგი ლეონიძის სახ. ქართ. ლიტ. მუზეუმი. -თბ., 2013. -გვ.193-195; ქართველ მოღვაწეთა ნეკროპოლი. წ. 1/შეადგ., წინასიტყვაობა, შენიშვნები და საძიებელი დაურთო სოლომონ ხუციშვილმა. -თბ., 1961. -გვ.74 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |