The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ალექსანდრე მიქაბერიძე

ალექსანდრე მიქაბერიძე
სხვა სახელი:პელაგიაშვილი  (ფსევდონიმი)
ყუმისთაველი  (ფსევდონიმი)
დაბადების თარიღი:1869
გარდაცვ. თარიღი:1943  (74 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:ვაკის სასაფლაო, თბილისი
კატეგორია:მწერალი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ყუმისთავი, ქუთაისის მაზრა.

დაამთავრა ქუთაისის გიმნაზია და ვარშავის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი 1893 წელს.

მასწავლებლობდა თბილისის და ქუთაისის გიმნაზიებში; 1898 წლიდან იყო ქართულ გიმნაზიაში გამგის თანაშემწედ, ხოლო შემდეგ გამგედ; 1918 წელს მიწვეული იყო განათლების უწყების ცენტრალურ სამმართველოში დირექტორის მოადგილედ; XIX საუკუნის 90–იანი წლებიდან აქტიურად თანამშრომლობდა იმდროინდელ ქართულ პრესაში; მონაწილეობა აქვს მიღებული "საქართველოს განთავისუფლების ლიგის" წესდების შემუშავებაში, რისთვისაც იგი დააპატიმრეს და ქუთაისის ციხეში მოათავსეს; ავტორია საბავშვო მოთხრობებისა: "უდანაშაულო მსხვერპლი"(1895), "სამშობლოსათვის თავდადებული" (1899), "სამშობლოს სიყვარული" (1902); მას ეკუთვნის თარგმანები, ქართველი მწერლებისადმი და საზოგადო მოღვაწეებისადმი მიძღვნილი ნაშრომები – "მოგონებები იაკობ გოგებაშვილზე" (1937), "სილოვან ხუნდაძე", "შიო ჩიტიძე"; შეადგინა "ელინური მითები" (1938–1949) ჰომეროსის პოემების მიხედვით – "ტროადის ომი" და "ოდისეა"; წერდა "პელაგიაშვილისა" და "ყუმისთაველის" ფსევდონიმებით.

წყარო: მწერალთა ავტობიოგრაფიები. წ. 1/გიორგი ლეონიძის სახ. ქართ. ლიტ. მუზეუმი. -თბ., 2013. -გვ.193-195ქართველ მოღვაწეთა ნეკროპოლი. წ. 1/შეადგ., წინასიტყვაობა, შენიშვნები და საძიებელი დაურთო სოლომონ ხუციშვილმა. -თბ., 1961. -გვ.74

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, მდივანი

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: