შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ელისაბედ ორბელიანი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ტფილისი. ქართლ-კახეთის მეფის ერეკლე II-ისა (მამის მხრიდან) და ჭავჭავაძის (დედის მხრიდან) შთამომავალი. განათლება პარიზში მიიღო. ერთხანს ცხოვრობდა იტალიასა და შვეიცარიაში. ლექსებს ფრანგულად წერდა. 1919-1920წწ. რედაქტორობდა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ფრანგულ და ინგლისურენოვან გაზეთებს "თავისუფალ საქართველოს", "საქართველოს რესპუბლიკას" (ორივე ფრანგულ ენაზე) და "საქართველოს მოამბეს" (ინგლისურ ენაზე). ფრანგულად თარგმნა "ვეფხისტყაოსანი", "აბესალომ და ეთერი" და ქართველ კლასიკოსთა პოეზია, კერძოდ: ა. ჭავჭავაძის, გ. ორბელიანის, ნ. ბარათაშვილის, ი. ჭავჭავაძის, ვაჟა-ფშაველასა და სხვათა შემოქმედება. გამოცემული აქვს თბილისში პირადი ლექსები ფსევდონიმით; შეადგინა ფრანგული სახელმძღვანელო; თარგმნილი აქვს ბევრი სამეცნიერო-საკვლევი ნაშრომები აკადემიისათვის, სხვადასხვა სამეცნიერო შრომები და სხვ. 1918 წელს ქართული უნივერსიტეტის პროფესორთა საბჭომ მიიწვია უნივერსიტეტში უცხო ენათა ლექტორად, კითხულობდა ფრანგული (1918) და ინგლისური (1921) ენების კურსს. ცნობილია ლიტერატურული ფსევდონიმით "საზანდარი". წყარო: საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921): ენციკლოპედია -ლექსიკონი. -თბ., 2018.-გვ.308; ქართველ მოღვაწეთა ნეკროპოლი. წ. 1/ შეადგ., წინასიტყვაობა, შენიშვნები და საძიებელი დაურთო სოლომონ ხუციშვილმა. -თბ., 1961. -გვ.136; მწერალთა ავტობიოგრაფიები. წ. 1/გიორგი ლეონიძის სახ. ქართ. ლიტ. მუზეუმი. -თბ., 2013. -გვ.196-199 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |