Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
იპოლიტე ვართაგავა![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი ხეთა, ზუგდიდის რაიონი. დაამთავრა თბილისის სასულიერო სემინარია 1895 წელს, ყაზანის სასულიერო აკადემია ღვთისმეტყველების კანდიდატის ხარისხით 1899 წელს. 1899-1907წწ. მსახურობდა ყოფილი ტავრიდის გუბერნიაში, ქ. სიმფეროპოლში სასულიერო სემინარიის სუბინსპექტორად და ღვთისმსახურების საფუძვლებისა და საეკლესიო ისტორიის მასწავლებლად; 1907-1918წწ. იყო ტფილისის სასულიერო სემინარიაში რუსული ლიტერატურის ისტორიისა და სიტყვიერების მასწავლებლი; 1918-1919წწ. მე–8 გიმნაზიაში რუსული სიტყვიერების მასწავლებლი; 1919-1921წწ. ამავე საგნის მასწავლებლი მე–14 ტექნიკუმში; 1921-1926წწ. მუშაობდა ჭიათურაში ჯერ ჰუმანიტარულ ტექნიკუმში ქართულ და რუსული ენების მასწავლებლად, შემდეგ ჭიათურის 9 წლედის გამგედ; 1925-1927წწ. ხეთის 9 წლედის გამგედ; 1927-1928წწ. ფინსახკომის გამგეობაში მყოფ უმაღლეს ეკონომიურ–ფინანსურ კურსების სასწავლო ნაწილის გამგედ; 1930 წელს მიიწვიეს გაზეთ "ახალგაზრდა კომუნისტის" რედაქციაში სტილის კორექტორად; ამავე წელს დანიშნეს საქართველოს ცაკის საორგანიზაციო განყოფილების საინფორმაციო სექტორის გამგედ; 1931-1932წწ. მსახურობდა ჟურნალ "რელიგიის წინააღმდეგის" მდივნად და ცენტრალური საბჭოს გამოცემათა რედაქტორად; ჟურნალების: "ერი", "საქართველოს მოამბე", "ცხოვრება და ხელოვნება" კრიტიკისა და ბიბლიოგრაფიის რედაქტორად; 1936 წელს ქ. სოხუმში მესამე სკოლის მასწავლებლად; 1937-1958წწ. ქ. გორის პედაგოგიურ ინსტიტუტის ლექტორად; ამავე დროს იყო გორის 1 და 4 საშუალო სკოლებში ქართული ლიტერატურის მასწავლებელი; 1939-1946წწ. ცხინვალის პედაგოგიურ ინსტიტუტის ლექტორი; ავტორია უამრავი პუბლიცისტური, კრიტიკული, მეცნიერული ხასიათის სტატიებისა და წიგნებისა; მათ შორის: "საბჭოთა კავშირი – ერთად–ერთი ქვეყანაა, სადაც უმუშევრობა კლებულობს", "აღდგომის დღესასწაულის წარმოშობა და მისი წესები", "აღმოსავლეთის რელიგიების ისტორია" (1931), "მაქსიმ გორკი" (1931), "რას წარმოადგენს რელიგია თანამედროვე კაპიტალისტურ ქვეყნებში?", "ხელოვნება ანტირელიგიურ კამპანიისათვის", "დავით კლდიაშვილი"; 1931-1932წწ. თარგმნა შემდეგი ანტირელიგიური ხასიათის წიგნები: "ქრისტიანობის წარმოშობა" (ს. ურსინოვიჩი), "ქრისტეს აღდგომა და მისი მნიშვნელობა" (ნ. რუმიანცევი), "რელიგიური დღესასწაულების კალენდარი" (ფ. კოვალიოვი); გარდა ამისა დაწერა მონოგრაფიები: "შევჩენკოს ცხოვრება და შემოქმედება", "ლერმონტოვი როგორც ნაციონალური პოეტი". აღსანიშნავია მისი ვრცელი მოგონება საქართველოს ავტოკეფალიის აღდგენის შესახებ, რომლის მონაწილეც ის თავად გახლდათ. საზოგადო მოღვაწე. წყარო: მწერალთა ავტობიოგრაფიები. წ. 1/გიორგი ლეონიძის სახ. ქართ. ლიტ. მუზეუმი. -თბ., 2013. -გვ.222-226 Member of Organizations
Awards and Honors
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |