The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



გურამ კიკნაძე

გურამ კიკნაძე
Date of birth:27 November, 1940  (85 years)
Category:Medical Doctor, Scientist

Biography

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1965 წელს.

1965–1967წწ. იყო ლიკანის საავადმყოფოში ექიმ-ორდინატორი; 1967-1971წწ. თერაპიის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელი; 1971 წლიდან - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის შინაგან სნეულებათა კათედრის ჯერ ასისტენტი, შემდეგ დოცენტი, ხოლო 1995-2000წწ. კათედრის პროფესორი. 1995 წლიდან იგი არის საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის მართვის ნაციონალური ცენტრის ჯანმრთელობის დაცვის კანონმდებლობისა და ბიოეთიკის სამსახურის უფროსი, ხოლო 2001 წლიდან თბილისის სახელმწიფო სამედიცინო აკადემიის საოჯახო მედიცინის ფაკულტეტის დეკანი. არის  სამეცნიერო ნაშრომების, 6 მონოგრაფიის ავტორი (კარდიოლოგია, ბიოეთიკა, ჯანმრთელობის დაცვის სამართლებრივი საკითხები), გამოქვეყნებული აქვს 60 ნაშრომი კლინიკურ და ექსპერიმენტული მედიცინის სფეროში, 12 სტატია ადამიანის უფლებების შესახებ ჯანდაცვის სფეროში, 20-მდე დასახელების ბროშურა სამედიცინო პერსონალისა და პაციენტებისთვის. მისი ხელმძღვანელობითა და მონაწილეობით შეიქმნა სტუდენტებისათვის ბიოეთიკის სასწავლო პროგრამა, საქართველოს კანონპროექტები ("ჯანდაცვის შესახებ', 'პაციენტის უფლებების შესახებ", "საექიმო საქმიანობის შესახებ", "ადამიანის ორგანოების გადანერგვის შესახებ", "ბავშვთა ხელოვნური საკვების კონტროლირებადი მოხმარებისა და ბავშვთა ბუნებრივი კვების ხელშეწყობის შესახებ",  "ადამიანზე ჩატარებული სამედიცინო-ბიოლოგიური კვლევის შესახებ", "აბორტის შესახებ") და საკანონმდებლო ნორმატიული აქტები, მრავალი საერთაშორისო დოკუმენტის თარგმანი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "გულისა და რეგიონული სისხლის მიმოქცევის მდგომარეობა თირკმლების უკმარისობის დროს", დაიცვა 1973 წელს; სადოქტორო დისერტაციის თემა - "პარანეოპლასტიური ნეფროპათია ავთვისებიანი ლიმფომების დროს", დაიცვა 1994 წელს.

წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.153; წიგნი ღირსებისა: ტ. 5/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2003. - გვ.264; საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული  აკადემია: ქართული ენციკლოპედიის ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია: georgianencyclopedia საქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ. 30

Member of Organizations

  • საქართველოს ბიოეთიკისა და ჯანმრთელობის დაცვის სამართლებრივი საკითხების შემსწავლელი საზოგადოება, თავმჯდომარის მოადგილე (1998-)
  • საქართველოს ინტერნისტთა საზოგადოების გამგეობა, წევრი
  • საქართველოს ნეფროლოგთა ასოციაცია, თავმჯდომარე
  • ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ბიოეთიკის ასოციაცია, წევრი (1996-)

Awards and Honors

  • 2000 - ღირსების ორდენი

Bibliography


Share: