შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ბესარიონ კილასონია![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი 1970 წელს. 1971-79წწ. იყო თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის პათოლოგიური ანატომიის კათედრის უფროსი ლაბორანტი, ხოლო შემდგომ ასისტენტი; 1979-98წწ. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სასამართლო მედიცინის კათედრის ასისტენტი, დოცენტი, ხოლო 1996 წლიდან კათედრის პროფესორი; 1998 წლიდან ამავე კათედრის სასამართლო მედიცინის დეპარტამენტის ხელმძღვანელი; 1992 წელს არჩეული იყო სამკურნალო ფაკულტეტის დეკანად; 1998 წლიდან თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პრორექტორი სასწავლო დარგში; ავტორია 45 სამეცნიერო ნაშრომის; სასამართლო მედიცინის სრული პროფესორი, სასამართლო სამედიცინო ექსპერტი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "საშვილოსნოს ტანის ეპითელის კარიულოგიური თავისებურებანი კიბოსწინარე დისჰორმონული ჰიპერლაზიერის და კიბოს დროს", დაიცვა 1978 წელს; სადოქტორო დისერტაციის თემა - "დედათა სიკვდილის სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზა", დაიცვა 1995 წელს. წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000; წიგნი ღირსებისა: ტ. 4/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2002. - გვ.107; საქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ. 36 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |