The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ბესარიონ კილასონია

ბესარიონ კილასონია
დაბადების თარიღი:31 ივლისი, 1946  (77 წლის)
კატეგორია:ექიმი, მეცნიერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი 1970 წელს.

1971-79წწ. იყო თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის პათოლოგიური ანატომიის კათედრის უფროსი ლაბორანტი, ხოლო შემდგომ ასისტენტი; 1979-98წწ. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის  სასამართლო მედიცინის კათედრის ასისტენტი, დოცენტი, ხოლო 1996 წლიდან კათედრის პროფესორი; 1998 წლიდან  ამავე კათედრის სასამართლო მედიცინის დეპარტამენტის ხელმძღვანელი; 1992 წელს არჩეული იყო სამკურნალო ფაკულტეტის დეკანად; 1998 წლიდან თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პრორექტორი სასწავლო დარგში; ავტორია 45 სამეცნიერო ნაშრომის; სასამართლო მედიცინის სრული პროფესორი, სასამართლო სამედიცინო ექსპერტი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "საშვილოსნოს ტანის ეპითელის კარიულოგიური თავისებურებანი კიბოსწინარე დისჰორმონული ჰიპერლაზიერის და კიბოს დროს", დაიცვა 1978 წელს; სადოქტორო დისერტაციის თემა - "დედათა სიკვდილის სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზა", დაიცვა 1995 წელს.

წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000; წიგნი ღირსებისა: ტ. 4/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2002. - გვ.107

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს მედიცინის მეცნიერებათა აკადემია, აკადემიკოსი
  • საქართველოს სასამართლოს ექიმთა სამეცნიერო საზოგადოება, თავჯდომარე
  • საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს მთავარი სასამართლო–სამედიცინო ექსპერტიზის ცენტრი, სამეცნიერო მეთოდური ხელმძღვანელი

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1999 - ღირსების ორდენი
    სტუდენტი-ახალგაზრდობის აღზრდა-განათლებაში შეტანილი პირადი დიდი წვლილისათვის, ნაყოფიერი სამეცნიერო და პედაგოგიური მოღვაწეობისათვისთვის
  • 1982 - მედალი "ჯანმრთელობის დაცვის ფრიადოსანი"

ბიბლიოგრაფია

  • სასამართლო მედიცინა : სახელმძღვ. სამედ. და იურიდ. პროფილის უმაღლ. სკოლის სტუდენტებისა და სასამართლო სამედ. ექსპერტებისათვის, ექიმებისა და იურისტებისათვის (ავტორი). - თბილისი, 2011. - 368გვ. . - ISBN: 978-9941-0-3472-5

გააზიარე: