შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
მერაბ კილაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ჭიათურა. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1984 წელს. 1985–1988წწ. მუშაობდა ჭიათურის ქალაქის საავადმყოფოს ქირურგიულ განყოფილებაში; 1988–1990წწ. იყო თბილისის ექსპერიმენტალურ კლინიკურ სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის კლინიკური ორდინატორი. 1990 წლიდან თბილისის პირველი კლინიკური საავადმყოფოს თორაკოაბდომინალური კლინიკის თანამშრომელია. ავტორია 19 სამეცნიერო ნაშრომის ჰეპატობილარული სისტემის პრობლემებზე. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ექსტრაკორპორალური დეტოქსიკაცია და იმუნოკორექცია ბილიარული სისტემის ჩირქოვან–სეპტიკური დაავადების კომპლექსურ მკურნალობაში", დაიცვა 1994 წელს. წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.155; წიგნი ღირსებისა: ტ. 6/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2003. - გვ.200; საქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ. 39 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |