შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ნიკოლოზ კინტრაია![]()
ბიოგრაფიადაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1993 წელს. 1997–1998წწ. იყო ლუიზიანას სახელობის უნივერსიტეტის სამედიცინო ცენტრის თანამშრომელი; 1996 წლიდან აკადემიკოს კ. ჩაჩავას სახელობის პერინატალური მედიცინისა და მეანობა–გინეკოლოგიის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის თანამშრომელი; 1998 წლიდან თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მეანობა–გინეკოლოგიის კათედრის ასისტენტი. არის ავტორი სამეცნიერო ნაშრომების (2 მონოგრაფია და 1 სახელმძღვანელო), რომლებიც ეხება მეანობა-გინეკოლოგიის აქტუალურ საკითხებს, კერძოდ, ორსულობის დრომდე მიუტანლობას და პათოგენეზური მკურნალობის შესახებ. მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მეანობა–გინეკოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პროფესორი. 2006 წლიდან არის სარეზიდენტო პროგრამის, 2018 წლიდან თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის ამერიკელი დიპლომირებული ექიმების პროგრამა "კლერკშიფის" დირექტორი (მეანობა-გინეკოლოგია); 2002 წლიდან კ. ჩაჩავას კლინიკის გინეკოლოგიური სექტორის ხელმძღვანელი; 2006 წლიდან ჯანდაცვის სამინისტროს ექსპერტი. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ნაადრევი მშობიარობის პროგნოზირება და პათოგენეზური მკურნალობის ზეგავლენა პიოლოგიური მემბრანების მდგომარეობაზე". წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.155; საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია: ქართული ენციკლოპედიის ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია: georgianencyclopedia.ge; საქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ. 57 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |