შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
პალიკო კინტრაია![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1958 წელს. 1958–1961წწ. იყო თიანეთის მეან–გინეკოლოგი; 1963–1966წწ. მარნეულის სამშობიარო სახლის მთავარი ექიმი; 1968–1974წწ. თბილისის ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტის მეანობა–გინეკოლოგიის კათედრის ასისტენტი; 1975–1979წწ. პროფესორი; 1979 წლიდან არის ამავე კათედრის გამგე, 1980 წლიდან – პერინატალური მედიცინისა და მეანობა–გინეკოლოგიის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი; 1977–1986წწ. იყო საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს მთავარი მეან–გინეკოლოგი. ავტორია 190 სამეცნიერო ნაშრომის; გამოქვეყნებული აქვს მონოგრაფიები; მისი ხელმძღვანელობით დაცულია 40 საკანდიდატო და 12 სადოქტორო დისერტაცია. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ნაყოფის ელექტროკარდიოგრამის ცვლილებები სამეანო მაშების და ვაკუუმ ექსტრაქციის გამოყენების დროს", დაიცვა 1964 წელს. სადოქტორო დისერტაციის თემა - "ნაყოფის კრანიო–ცერებრალური ჰიპოთემია მშობიარობის დროს", დაიცვა 1970 წელს. წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.156; საქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ. 57 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |