Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
პალიკო კინტრაია![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1958 წელს. 1958–1961წწ. იყო თიანეთის მეან–გინეკოლოგი; 1963–1966წწ. მარნეულის სამშობიარო სახლის მთავარი ექიმი; 1968–1974წწ. თბილისის ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტის მეანობა–გინეკოლოგიის კათედრის ასისტენტი; 1975–1979წწ. პროფესორი; 1979 წლიდან არის ამავე კათედრის გამგე, 1980 წლიდან – პერინატალური მედიცინისა და მეანობა–გინეკოლოგიის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი; 1977–1986წწ. იყო საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს მთავარი მეან–გინეკოლოგი. ავტორია 190 სამეცნიერო ნაშრომის; გამოქვეყნებული აქვს მონოგრაფიები; მისი ხელმძღვანელობით დაცულია 40 საკანდიდატო და 12 სადოქტორო დისერტაცია. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ნაყოფის ელექტროკარდიოგრამის ცვლილებები სამეანო მაშების და ვაკუუმ ექსტრაქციის გამოყენების დროს", დაიცვა 1964 წელს. სადოქტორო დისერტაციის თემა - "ნაყოფის კრანიო–ცერებრალური ჰიპოთემია მშობიარობის დროს", დაიცვა 1970 წელს. წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.156; საქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ. 57 Member of Organizations
Awards and Honors
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |