| Login |
![]() |
|
| HomeCategories |
|
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ლევან კობალაძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1986 წელს; სახელმწიფო მართვის მოხელეთა ქართულ–ამერიკული ინსტიტუტი 1995 წელს. 1986–1991წწ. იყო თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის პედიატრიის კათედრის ორდინატორი, ასპირანტი; 1989–1991წწ. მოსკოვის პედიატრიისა და ბავშვთა ქირურგიის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის ასპირანტ–თანამშრომელი; 1994–1996წწ. სამედიცინო ინსტიტუტ "AB & CO" პრორექტორი; 1996 წლიდან ჯანდაცვის მართვის ნაციონალური ცენტრის საერთაშორისო პროგრამების კოორდინაციის სამსახურის უფროსი. ავტორია 26 სამეცნიერო ნაშრომის პედიატრიის, ჯანდაცვის მართვის და ეკონომიკის საკითხებზე. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "რესპირატორული სისტემის მდგომარეობა ბავშვებში გასტროეზოფაგური რეფლექსიის დროს", დაიცვა 1992 წელს. წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.157 Member of Organizations
Bibliography
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

