შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
თეიმურაზ კოდუა![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. სენაკი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის, სამკურნალო ფაკულტეტი 1979 წელს. 1971–1979წწ. იყო თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სუბორდინატორთა ჰოსპიტალური თერაპიის კათედრის ასპირანტი; 1981 წლიდან ამავე კათედრის ასისტენტი. ავტორია 52 სამეცნიერო ნაშრომის, რომლებიც შეეხება წყლულოვანი დაავადებისა და ჰეპატოგენური ენცელოპათიის პათოგენეზის საკითხებს; გამოქვეყნებული აქვს ორი მონოგრაფია. მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (2001). მიღებული აქვს ტაშკენტის სსრკ თერაპევტთა XIX საკავშირო კონფერენციის საპატიო სიგელი და II ხარისხის დიპლომი, ს. პ. ბოტკინის სახელობის მედალი. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ჰისტამინის და სეროტინინის სისტემა და იმუნოლოგიური მაჩვენებლები წყლულოვანი დაავადების დროს", დაიცვა 1984 წელს. წყარო: საქართველოს მეცნიერებათა დოქტორები, 1992-2006/შემდგ. და რედ.: ირინა ჯაფარიძე. -თბ., 2012. -გვ.341 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |