შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
დიმიტრი კორძაია![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1981 წელს. 1981-1982წწ. იყო რესპუბლიკის ც/ს საავადმყოფოს I ქირურგიული განყოფილების ექიმი-ინტერნი; 1983-2005წწ. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ოპერაციული ქირურგიის და ტოპოგრაფიული ანატომიის კათედრის ასისტენტი, დოცენტი და პროფესორი; 1988-1991წწ. კლინიკური და ექსპერიმენტული ქირურგიის ინსტიტუტის უმცროსი მეცნიერ-თანამშრომელი, 1991 წლიდან უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 1992 წლიდან კლინიკური და ტრადიციული მედიცინის აკადემიის (ჩინური მედიცინის ინსტიტუტის) რექტორი. 2005 წლიდან არის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის (თსუ) მედიცინის ფაკულტეტის პროფესორი, კლინიკური ანატომიისა და ოპერაციული ქირურგიის კათედრის ხელმძღვანელი; 2006-2012წწ. იყო ალექსანდრე ნათიშვილის მორფოლოგიის ინსტიტუტის დირექტორი; 2018 წლიდან დღემდე არის თსუ მორფოლოგიის ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარე; 2011 წლიდან არის თსუ მედიცინის ფაკულტეტის სადოქტორო პროგრამის "კლინიკური და ტრანსლაციური მედიცინის", ერთსაფეხურიანი საგანმნათალებლო პროგრამების "მედიცინის" (ქართულ და ინგლისურენოვანი) ხელმძღვანელი; 2017 წლიდან არის თსუ მედიცინის ფაკულტეტის დეკანი. 100-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის, მათ შორის 2 მონოგრაფიის, სახელმძღვანელოს 8 რაციონალიზატორული წინადადების ავტორი. მისი კვლევის საგანია ღვიძლის და ნაღვლის გზების სტრუქტურული თავისებურებანი და ტრანსფორმაციები სხვადასხვა პათოლოგიის დროს და ექსპერიმენტულ მოდელებში. მისი საკანდიდატო დისერტაციის თემა იყო "ღვიძლშიდა ნაღვლის კალაპოტის თავისებურებანი ნორმულად და ნაღვლის საერთო სადინარის ოკლუზიის პირობებში", დაიცვა 1987 წელს. სადოქტორო დისერტაციის თემა იყო "ნაღვლის გზების პლასტიკურობა, ნაღვლის შეგუბების მკურნალობის ტაქტიკისა და ოპერაციული ქირურგიის თავისებურებათა დაფუძნება", დაიცვა 1994 წელს. არის რამოდენიმე საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალის სარედაქციო საბჭოს და სამეცნიერო საზოგადოების / პროფესიული ასოციაციის წევრი. დ. კორძაიას ხელმძღვანელობით დაცულია 11 საკანდიდატო და სადოქტორო დისერტაცია. მისი სახელი უკავშირდება საქართველიში ინტეგრაციული მედიცინის კონცეპციის შემოტანას, პალიატიური მზრუნველობის სისტემის დანერგვას და განვითარებას. წყარო: საქართველოს მეცნიერებათა დოქტორები, 1992-2006/შემდგ. და რედ.: ირინა ჯაფარიძე. -თბ., 2012. -გვ.342; თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი: tsu.ge; საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია: ქართული ენციკლოპედიის ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია: georgianencyclopedia.ge; საქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ.179-180 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |