The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



დიმიტრი კორძაია

დიმიტრი კორძაია
Date of birth:11 November, 1958  (66 years)
Category:Medical Doctor, Scientist, Educator

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1981 წელს.

1981-1982წწ. იყო რესპუბლიკის ც/ს საავადმყოფოს I ქირურგიული განყოფილების ექიმი-ინტერნი; 1983-2005წწ. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ოპერაციული ქირურგიის და ტოპოგრაფიული ანატომიის კათედრის ასისტენტი, დოცენტი და პროფესორი; 1988-1991წწ. კლინიკური და ექსპერიმენტული ქირურგიის ინსტიტუტის უმცროსი მეცნიერ-თანამშრომელი, 1991 წლიდან უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 1992 წლიდან კლინიკური და ტრადიციული მედიცინის აკადემიის (ჩინური მედიცინის ინსტიტუტის) რექტორი. 2005 წლიდან არის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის (თსუ) მედიცინის ფაკულტეტის პროფესორი, კლინიკური ანატომიისა და ოპერაციული ქირურგიის კათედრის ხელმძღვანელი; 2006-2012წწ. იყო ალექსანდრე ნათიშვილის მორფოლოგიის ინსტიტუტის დირექტორი; 2018 წლიდან დღემდე არის თსუ მორფოლოგიის ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარე; 2011 წლიდან არის თსუ მედიცინის ფაკულტეტის სადოქტორო პროგრამის "კლინიკური და ტრანსლაციური მედიცინის", ერთსაფეხურიანი საგანმნათალებლო პროგრამების "მედიცინის" (ქართულ და ინგლისურენოვანი) ხელმძღვანელი; 2017 წლიდან არის თსუ მედიცინის ფაკულტეტის დეკანი. 100-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის, მათ შორის 2 მონოგრაფიის, სახელმძღვანელოს 8 რაციონალიზატორული წინადადების ავტორი. მისი კვლევის საგანია ღვიძლის და ნაღვლის გზების სტრუქტურული თავისებურებანი და ტრანსფორმაციები სხვადასხვა პათოლოგიის დროს და ექსპერიმენტულ მოდელებში. მისი საკანდიდატო დისერტაციის თემა იყო "ღვიძლშიდა ნაღვლის კალაპოტის თავისებურებანი ნორმულად და ნაღვლის საერთო სადინარის ოკლუზიის პირობებში", დაიცვა 1987 წელს. სადოქტორო დისერტაციის თემა იყო "ნაღვლის გზების პლასტიკურობა, ნაღვლის შეგუბების მკურნალობის ტაქტიკისა და ოპერაციული ქირურგიის თავისებურებათა დაფუძნება", დაიცვა 1994 წელს. არის რამოდენიმე საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალის სარედაქციო საბჭოს და სამეცნიერო საზოგადოების / პროფესიული ასოციაციის წევრი. დ. კორძაიას ხელმძღვანელობით დაცულია 11 საკანდიდატო და სადოქტორო დისერტაცია. მისი სახელი უკავშირდება საქართველიში ინტეგრაციული მედიცინის კონცეპციის შემოტანას, პალიატიური მზრუნველობის სისტემის დანერგვას და განვითარებას.

წყარო: საქართველოს მეცნიერებათა დოქტორები, 1992-2006/შემდგ. და რედ.: ირინა ჯაფარიძე. -თბ., 2012. -გვ.342; თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი: tsu.geსაქართველოს მეცნიერებათა ეროვნული  აკადემია: ქართული ენციკლოპედიის ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია: georgianencyclopedia.geსაქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ.179-180

Member of Organizations

  • იაპონიის ქირურგთა საზოგადოება, წევრი (1998-)
  • საქართველოს ექიმთა ასოციაცია, წევრი
  • საქართველოს პალიატიური მზრუნველობის ეროვნული ასოციაცია, პრეზიდენტი (2011-)
  • საქართველოს ტრანსპლანტოლოგთა ასოციაცია, წევრი
  • ქირურგთა ევროპული საზოგადოება, წევრი (1998-2004)
  • ქირურგთა საერთაშორისო კოლეჯი, წევრი (2000-2012)

Awards and Honors

  • 2012 - ღირსების ორდენი

Bibliography


Share: