შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ავთანდილ კოჭლამაზაშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის პედიატრიული ფაკულტეტი 1970 წელს. 1971–1982წწ. იყო საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს ექსპერიმენტალური და კლინიკური თერაპიის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის ინფარქტის განყოფილების უფროსი მეცნიერ–თანამშრომელი; 1982–1992წწ. საქართველოს სახელმწიფო კონცერნ "საქკურორტის" თბილისის ბალნეოლოგიური კურორტის მიმღები საკონსულტეციო განყოფილების გამგე; 1992 წლიდან საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის სამედიცინო ბიოტექნოლოგიის ინსტიტუტის ახალი სამკურნალო პრეპარატების კლინიკური აპრობაციის განყოფილების წამყვანი მეცნიერ–თანამშრომელი. ავტორია 102 სამეცნიერო ნაშრომის, გამოქვეყნებული აქვს 10 ბროშურა და 4 მონოგრაფია. 1995 წლიდან არის კვიპროსის ქ. ნიქოზიის საერთაშორისო უნივერსიტეტის – ინტერკოლეჯის საპატიო ლექტორი; 1987 წლიდან საერთაშორისო სამეცნიერო–საგანმანათლებლო საზოგადოება "ცოდნის" ლექტორი. მონაწილეა კარდიოლოგიის აქტუალური საკითხებისადმი მიძღვნილი მრავალი საერთაშორისო სკოლა–სემინარების, სამეცნიერო თავყრილობის, კონგრესების და სიმპოზიუმების. მისი თაოსნობით განხორციელებულია ახალი პრაქტიკული რეკომენდაციები გულის კუნთის ინფარქტის დიაგნოსტიკის, მკურნალობისა და პროფილაქტიკის მიზნით. კარდეოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "გულის არითმიები მიოკარდიუმის ინფარქტის პირველი სამი დღეღამის განმავლობაში და მათი მკურნალობის ეფექტურობა", დაიცვა 1978 წელს. სადოქტორო დისერტაციის თემა - "ჰემოსტაზის სისტემის უჯრედულ–ჰუმორალურ ფაქტორთა მდგომარეობა ანგიონევროზული სტენოკარდიისა და მიოკარდიუმის ინფარქტის დროს ახალგაზრდა ასაკის ავადმყოფებში", დაიცვა 1991 წელს. წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.163 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |