შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
თეიმურაზ კუხალაშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სან. ჰიგიენური ფაკულტეტი 1955 წელს. 1956–1957წწ. იყო ადიგენის რაიონული საავადმყოფოს ინფექციონისტი; 1957–1959წწ. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის ინფექციურ სნეულებათა კათედრის ორდინატორი; 1959–1991წწ. საქართველოს შავი ჭირის საწინააღმდეგო სადგურის ექიმი; 1991 წლიდან დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ზოოანტტრიპენიმეულ და ანაერობულ ინფექციათა განყოფილების გამგე. გამოქვეყნებული აქვს ატლასი საქართველოში ჯილეხზე არაკეთილსაიმედო პუნქტების შესახებ. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "საქართველოში ჯილეხის ეპიდემიოლოგიური გეოგრაფია", დაიცვა 1974 წელს. ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |