შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
დარია ახვლედიანი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ჭაგანი, სამტრედიის რაიონი. აქტიურად მონაწილეობდა ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ჩამოყალიბებასა და ფუნქციონირებაში; ეხმარებოდა ინტელიგენციას მატერიალურად; 1916 წლიდან თბილისში, მის მეუღლეს გიორგი ახვლედიანს, გოლოვინის პროსპექტზე ჰქონდა გახსნილი "ახალი აფთიაქი"; პირველი მსოფლიო ომის დროს ეხმარებოდა უფასო მედიკამენტებით დაჭრილებსა და ქვრივ–ობლებს; მონაწილეობა აქვს მიღებული საბავშვო ჟურნალ "ნაკადული"-ს დაარსებაში; 1903 წელს დაიბეჭდა მისი პირველი ლექსი გაზეთ "კვალში"; ამის შემდეგ ლექსებს ბეჭდავდა სხვადასხვა ჟურნალ–გაზეთებში; გამოსცა ლექსების კრებული "სევდის ჰანგები"; გარდა ლექსებისა წერდა ესკიზებს, საბავშვო მოთხრობებსა და ლექსებს, პოემებს, წერილებს. საზოგადო მოღვაწისა და მეცენატის, 1937-1938 წლებში რეპრესირებული გიორგი ახვლედიანის მეუღლე. წყარო: ბურუსი: burusi.wordpress.com; მწერალთა ავტობიოგრაფიები. წ. 1/გიორგი ლეონიძის სახ. ქართ. ლიტ. მუზეუმი. -თბ., 2013. -გვ.269-273 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |