The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



დარია ახვლედიანი

დარია ახვლედიანი
ოფიციალური სახელი:დარია ქაჯაია
დაბადების თარიღი:25 მაისი, 1873
გარდაცვ. თარიღი:9 სექტემბერი, 1941  (68 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:საბურთალოს საზოგადო მოღვაწეთა პანთეონი, თბილისი
კატეგორია:მწერალი, პოეტი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ჭაგანი, სამტრედიის რაიონი.

აქტიურად მონაწილეობდა ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ჩამოყალიბებასა და ფუნქციონირებაში; ეხმარებოდა ინტელიგენციას მატერიალურად; 1916 წლიდან თბილისში,  მის მეუღლეს გიორგი ახვლედიანს, გოლოვინის პროსპექტზე ჰქონდა გახსნილი "ახალი აფთიაქი"; პირველი მსოფლიო ომის დროს ეხმარებოდა უფასო მედიკამენტებით დაჭრილებსა და ქვრივ–ობლებს; მონაწილეობა აქვს მიღებული საბავშვო ჟურნალ "ნაკადული"-ს დაარსებაში; 1903 წელს დაიბეჭდა მისი პირველი ლექსი გაზეთ "კვალში"; ამის შემდეგ ლექსებს ბეჭდავდა სხვადასხვა ჟურნალ–გაზეთებში; გამოსცა ლექსების კრებული "სევდის ჰანგები"; გარდა ლექსებისა წერდა ესკიზებს, საბავშვო მოთხრობებსა და ლექსებს, პოემებს, წერილებს. საზოგადო მოღვაწისა და მეცენატის, 1937-1938 წლებში რეპრესირებული გიორგი ახვლედიანის მეუღლე.

წყარო: ბურუსი: burusi.wordpress.comმწერალთა ავტობიოგრაფიები. წ. 1/გიორგი ლეონიძის სახ. ქართ. ლიტ. მუზეუმი. -თბ., 2013. -გვ.269-273

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • დრამატიული საზოგადოება, წევრი
  • საქართველოს საბჭოთა მწერლების კავშირი, წევრი (1934-)
  • ქართველ ქალთა საზოგადოება, წევრი
  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, წევრი
  • წითელი ჯვარი, წევრი

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: