The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



დიმიტრი გულია

დიმიტრი გულია
დაბადების თარიღი:21 თებერვალი, 1874
გარდაცვ. თარიღი:7 აპრილი, 1960  (86 წლის ასაკში)
კატეგორია:მწერალი, პოეტი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოხუმის მუნიციპალიტეტი, სოფელი აურჩა.
სწავლობდა გორის საოსტატო სემინარიაში.

1924-1926წწ. ასწავლიდა აფხაზურ ენას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში; 1919-1920წწ. იყო პირველი აფხაზური გაზეთის "აფსნის" რედაქტორი; 1921 წელს ჩამოაყალიბა პირველი აფხაზური თეატრალური დასი; 1892 წელს კ. მაჭავარიანთან ერთად რუსული გრაფიკის საფუძველზე შეადგინა აფხაზური ანბანი; 1910 წელს გამოვიდა მისი ლექსების პირველი წიგნი; ავტორია რამოდენიმე ათეული ლიტერატურული და სამეცნიერო ნაშრომისა; მათ შორის: "კამაჭიჭი"(1938, მოთხრობა), "აფხაზეთის ისტორია"(1925), "ლექსების კრებული"(1912), "გაუმარჯოს თავისუფლებას"(1920, დრამა), "ორი მშიერი"(1920, ვოდევილი), "სხვის ცის ქვეშ"(1923, მოთხრობა), "რჩეული ნაწარმოებები რუსულ ენაზე"(1937); აგრეთვე ეწეოდა მთარგმნელობით მუშაობას. აფხაზურ ენაზე თარგმნა: დ. ჭონქაძის "სურამის ციხე"(1936), ი. ჭავჭავაძის "კაკო ყაჩაღი"(1933), შოთა რუსთაველის "ვეფხისტყაოსანი"(1940).

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • აფხაზეთის ცაკი, წევრი
  • სოხუმის ქალაქის საბჭო, წევრი
  • სსრკ IV-V მოწვევების უმაღლესი საბჭო, დეპუტატი

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1937 - აფხაზეთის ასსრ სახალხო პოეტი
  • შრომის წითელი დროშის ორდენი
  • ლენინის ორდენი

ბიბლიოგრაფია

  • აი ვინ ვარ : ლექსები (ავტორი). - ბათუმი, საბჭ. აჭარა, 1984. - 27გვ.
  • კამაჭიჭი : მოთხრობა (ავტორი). - თბილისი, საბჭ. მწერალი-ს გამ-ბა და სტ., 1951. - 212გვ.
  • ლექსები (ავტორი). - სოხუმი, აფსახელგამი და სტ., 1937. - 28გვ.
  • ვეფხისტყაოსანი : ავთანდილის ანდერძი (მთარგმნელი). - თბილისი, სსრკ. მეცნ. აკად. საქ. ფილიალის გამომც. და სტ., 1937. - 4გვ.

გააზიარე: