Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
დიმიტრი გულია![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი აურჩა, სოხუმის მუნიციპალიტეტი. 1924-1926 წწ. ასწავლიდა აფხაზურ ენას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში; 1919-1920 წწ. იყო პირველი აფხაზური გაზეთის "აფსნის" რედაქტორი; 1921 წელს ჩამოაყალიბა პირველი აფხაზური თეატრალური დასი; 1892 წელს კ. მაჭავარიანთან ერთად რუსული გრაფიკის საფუძველზე შეადგინა აფხაზური ანბანი; 1910 წელს გამოვიდა მისი ლექსების პირველი წიგნი; ავტორია რამდენიმე ათეული ლიტერატურული და სამეცნიერო ნაშრომისა; მათ შორის: "კამაჭიჭი" (1938, მოთხრობა), "აფხაზეთის ისტორია" (1925), "ლექსების კრებული" (1912), "გაუმარჯოს თავისუფლებას" (1920, დრამა), "ორი მშიერი" (1920, ვოდევილი), "სხვის ცის ქვეშ" (1923, მოთხრობა), "რჩეული ნაწარმოებები რუსულ ენაზე" (1937); აგრეთვე ეწეოდა მთარგმნელობით მუშაობას. აფხაზურ ენაზე თარგმნა: დ. ჭონქაძის "სურამის ციხე" (1936), ი. ჭავჭავაძის "კაკო ყაჩაღი" (1933), შოთა რუსთაველის "ვეფხისტყაოსანი" (1940). წყარო: მწერალთა ავტობიოგრაფიები. წ. 1/გიორგი ლეონიძის სახ. ქართ. ლიტ. მუზეუმი. -თბ., 2013. -გვ.274-278; ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 3.-თბ., 1978.-გვ.- 301 Member of Organizations
Awards and Honors
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |