შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
დავით ნახუცრიშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ხაშმი, საგარეჯოს რაიონი. დაამთავრა სასულიერო სემინარია ქალაქ პოლტავაში 1900 წელს. 1901 წლიდან თანამშრომლობდა გაზეთ "კვალში" და ჟურნალ "მოგზაურში"; შემდეგ – "ცნობის ფურცელში", "ივერიაში", "გლეხში", "მიწაში", "ნაკადულში", "თეატრი და ცხოვრებაში"; 1902-1904წწ. იყო ქართული თეატრის ადმინისტრატორი; მონაწილეობა აქვს მიღებული სოფელ ხაშმში სახალხო თეატრისა და სამკითხველო–წიგნთსაცავის დაარსებაში; 1895 წელს დაიბეჭდა მისი პირველი ხალხური ზღაპარი "არაფერი" და ხალხური "ნანა" ჟურნალ "ჯეჯილში"; წერდა პიესებს, მოთხრობებსა და ლექსებს; ასევე თარგმნიდა რუსულიდან ქართულად; ნათარგმნი აქვს სამი დიდი ოპერა: "ფაუსტი"(1906), "რიგოლეტო" (1925), "ჰუგენოტები" (1925); ცალკე წიგნად არის გამოცემული მისი "იანიჩარი" (1905, ისტორიული დრამა) და "ჯიუტები" (1914, მოთხრობების კრებული). წყარო: მწერალთა ავტობიოგრაფიები. წ. 1/გიორგი ლეონიძის სახ. ქართ. ლიტ. მუზეუმი. -თბ., 2013. -გვ.289-291; ქართველ მოღვაწეთა ნეკროპოლი. წ. 1/ შეადგ., წინასიტყვაობა, შენიშვნები და საძიებელი დაურთო სოლომონ ხუციშვილმა. -თბ., 1961. -გვ.135 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |