The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



დავით ნახუცრიშვილი

დავით ნახუცრიშვილი
დაბადების თარიღი:23 ივლისი, 1874
გარდაცვ. თარიღი:1932  (57 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:ვერის სასაფლაო, თბილისი
კატეგორია:მთარგმნელი, მწერალი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ხაშმი, საგარეჯოს რაიონი.

დაამთავრა სასულიერო სემინარია ქალაქ პოლტავაში 1900 წელს.

1901 წლიდან თანამშრომლობდა გაზეთ "კვალში" და ჟურნალ "მოგზაურში"; შემდეგ – "ცნობის ფურცელში", "ივერიაში", "გლეხში", "მიწაში", "ნაკადულში", "თეატრი და ცხოვრებაში"; 1902-1904წწ. იყო ქართული თეატრის ადმინისტრატორი; მონაწილეობა აქვს მიღებული სოფელ ხაშმში სახალხო თეატრისა და სამკითხველო–წიგნთსაცავის დაარსებაში; 1895 წელს დაიბეჭდა მისი პირველი ხალხური ზღაპარი "არაფერი" და ხალხური "ნანა" ჟურნალ "ჯეჯილში"; წერდა პიესებს, მოთხრობებსა და ლექსებს; ასევე თარგმნიდა რუსულიდან ქართულად; ნათარგმნი აქვს სამი დიდი ოპერა: "ფაუსტი"(1906), "რიგოლეტო" (1925), "ჰუგენოტები" (1925); ცალკე წიგნად არის გამოცემული მისი "იანიჩარი" (1905, ისტორიული დრამა) და "ჯიუტები" (1914, მოთხრობების კრებული).

წყარო: მწერალთა ავტობიოგრაფიები. წ. 1/გიორგი ლეონიძის სახ. ქართ. ლიტ. მუზეუმი. -თბ., 2013. -გვ.289-291ქართველ მოღვაწეთა ნეკროპოლი. წ. 1/ შეადგ., წინასიტყვაობა, შენიშვნები და საძიებელი დაურთო სოლომონ ხუციშვილმა. -თბ., 1961. -გვ.135

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • დრამატიული საზოგადოების გამგეობა, წევრი

ბიბლიოგრაფია

  • მგზავრის ღამეული სიმღერა : ერთი შედევრის სამოცდაათი ქართ. თარგმანი (მთარგმნელი). - თბილისი, ინტელექტი, 2011. - 82გვ.. - ISBN: 978-9941-430-91-6
  • იანიჩარი : ისტორიული დრამა ხუთ მოქმედებად (ავტორი). - თბილისი, მ. შარაძის და ამხ. სტ., 1901. - 144გვ.

გააზიარე: