შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ნატალია აზიანი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. გორი. პირველდაწყებითი განათლება მიიღო გორის კერძო პანსიონსი, შემდეგ სწავლა განაგრძო ქალთა გიმნაზიაში და თბილისის წმინდა ნინოს სასწავლებელში; ცხრაასიანი წლებიდან ჩაება რევოლუციურ მოძრაობაში; აქტიურად თანამშრომლობდა ჟურნალ–გაზეთებში: "მოგზაური", "ჩვენი ცხოვრება", "სიტყვა", "დრო", "მნათობი"; 1897 წელს დაწერა პირველი პიესა "ინჯილერი და დოხტური", რომელმაც ილია ჭავჭავაძის მოწონება დაიმსახურა; მისი პიესები – "ფული და ხარისხი", "ცოდვა", "დეზერტირკა" 1925 წელს კოტე მარჯანიშვილმა დადგა რუსთაველის სახელმწიფო თეატრში; გარდა პიესებისა წერდა მოთხრობებსა და სატირულ ფელეტონებს მიმდინარე პოლიტიკურ და ყოველდღიურ საჭირბოროტო საკითხებზე. გამოუქვეყნებელი დარჩა ხელნაწერი მოგონებანი თეატრსა და ცნობილ საზოგადო მოღვაწეებზე. წყარო: საიუბილეო თარიღები : თეატრი, მუსიკა, კინო.-თბ.,1988.- გვ.9; ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი:1801-1952: ტ.I .-თბ.,2018.-გვ.90 ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |