The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ნატალია აზიანი

ნატალია აზიანი
ოფიციალური სახელი:ნატალია დონდაროვა
დაბადების თარიღი:4 იანვარი, 1878
გარდაცვ. თარიღი:31 იანვარი, 1943  (65 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:ვაკის სასაფლაოს პანთეონი, თბილისი
კატეგორია:დრამატურგი, მწერალი, პუბლიცისტი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. გორი.

პირველდაწყებითი განათლება მიიღო გორის კერძო პანსიონსი, შემდეგ სწავლა განაგრძო ქალთა გიმნაზიაში და თბილისის წმინდა ნინოს სასწავლებელში; ცხრაასიანი წლებიდან ჩაება რევოლუციურ მოძრაობაში; აქტიურად თანამშრომლობდა ჟურნალ–გაზეთებში: "მოგზაური", "ჩვენი ცხოვრება", "სიტყვა", "დრო", "მნათობი"; 1897 წელს დაწერა პირველი პიესა "ინჯილერი და დოხტური", რომელმაც ილია ჭავჭავაძის მოწონება დაიმსახურა; მისი პიესები – "ფული და ხარისხი", "ცოდვა", "დეზერტირკა" 1925 წელს კოტე მარჯანიშვილმა დადგა რუსთაველის სახელმწიფო თეატრში; გარდა პიესებისა წერდა მოთხრობებსა და სატირულ ფელეტონებს მიმდინარე პოლიტიკურ და ყოველდღიურ საჭირბოროტო საკითხებზე. გამოუქვეყნებელი დარჩა ხელნაწერი მოგონებანი თეატრსა და ცნობილ საზოგადო მოღვაწეებზე.

წყარო: საიუბილეო თარიღები : თეატრი, მუსიკა, კინო.-თბ.,1988.- გვ.9; ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი:1801-1952: ტ.I .-თბ.,2018.-გვ.90 

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: