Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ნატალია აზიანი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. გორი. პირველდაწყებითი განათლება მიიღო გორის კერძო პანსიონსი, შემდეგ სწავლა განაგრძო ქალთა გიმნაზიაში და თბილისის წმინდა ნინოს სასწავლებელში; ცხრაასიანი წლებიდან ჩაება რევოლუციურ მოძრაობაში; აქტიურად თანამშრომლობდა ჟურნალ–გაზეთებში: "მოგზაური", "ჩვენი ცხოვრება", "სიტყვა", "დრო", "მნათობი"; 1897 წელს დაწერა პირველი პიესა "ინჯილერი და დოხტური", რომელმაც ილია ჭავჭავაძის მოწონება დაიმსახურა; მისი პიესები – "ფული და ხარისხი", "ცოდვა", "დეზერტირკა" 1925 წელს კოტე მარჯანიშვილმა დადგა რუსთაველის სახელმწიფო თეატრში; გარდა პიესებისა წერდა მოთხრობებსა და სატირულ ფელეტონებს მიმდინარე პოლიტიკურ და ყოველდღიურ საჭირბოროტო საკითხებზე. გამოუქვეყნებელი დარჩა ხელნაწერი მოგონებანი თეატრსა და ცნობილ საზოგადო მოღვაწეებზე. წყარო: საიუბილეო თარიღები : თეატრი, მუსიკა, კინო.-თბ.,1988.- გვ.9; ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი:1801-1952: ტ.I .-თბ.,2018.-გვ.90 Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |