The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



მარიამ გარიყული

მარიამ გარიყული
ოფიციალური სახელი:მარიამ თათეიშვილი-რატიანისა
სხვა სახელი:გარიყული  (ფსევდონიმი)
დაბადების თარიღი:2 აპრილი, 1883
გარდაცვ. თარიღი:9 თებერვალი, 1960  (76 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:დიდუბის პანთეონი, თბილისი
კატეგორია:მსახიობი, მწერალი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი პატარა გუბი, ქუთაისის რაიონი. 

1902-1904წწ. მუშაობდა ქუთაისის თეატრში მსახიობად; 1920-1926წწ. გორის თეატრში; 1927-1941წწ. თბილისის კინოსტუდიაში; 1905-1917წწ. თანამშრომლობდა საბავშვო ჟურნალ–გაზეთებში, ჟურნალ "ნაკადულში", ქუთაისის გაზეთ – "სამშობლოში" და "ჩვენ მეგობარში"; 1905 წელს დაიბეჭდა მისი პირველი მოთხრობა "ცხოვრების მსხვერპლი" გაზეთ "ცნობის ფურცელში"; 1941-1944წწ. ჟურნალ "მნათობმა" დაბეჭდა მისი მოთხრობები მიძღვნილი სამამულო ომისადმი: "შემთხვევა", "დედა", "დურგალი მიხეილი"; ავტორია შემდეგი ნაწარმოებებისა: "ცხოვრების მსხვერპლი", "ჩვეულებრივი ამბავი", "სოფლის მსუნაგები", "ჩინოვნიკები", "იმ დღესაც", "საიდუმლო", "კატო", "განვლილი გზა" (1946, მოგონებები), "ასეთი გაზაფხული" (1951, მოთხრობა).

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 3.-თბ., 1978.-გვ.6

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს საბჭოთა მწერლების კავშირი, წევრი (1934-)
  • ქართველ მწერალთა კავშირი, წევრი

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • მედალი "შრომითი მამაცობისთვის"

ბიბლიოგრაფია

  • განვლილი გზა : მოგონებანი და მოთხრობები (ავტორი). - თბილისი, საბჭოთა მწერალი-ს გამ-ბა და სტ., 1949. - 224გვ.
  • მოთხრობები (ავტორი). - თბილისი, სახელგამი, 1947. - 191გვ.
  • ანარეკლი : რომანი (ავტორი). - თბილისი, ზარია ვოსტოკას სტ., 1938. - 239გვ.

გააზიარე: