შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ლიდია მეგრელიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ბაილეთი, ოზურგეთის რაიონი. 1905-1917წწ. ეწეოდა პოლიტიკურ მოღვაწეობას; იცავდა ადამიანთა, უმეტესად ქალთა უფლებებს; დაარსა საკვირაო სკოლა წერა–კითხვის უცოდინართათვის და საღამოს კურსები მცირეწლოვან ნოქრებისათვის; 1910 წელს დაიბეჭდა მისი პირველი ლექსი "გაზაფხული" ჟურნალ "ნაკადულში"; 1925-1927წწ. პირველად გამოსცა საბავშვო ლექსების ორი პატარა კრებული; გარდა მხატვრული ლიტერატურისა, წერდა მრავალ წერილებს მუშების ცხოვრებაზე და სხვა წვრილმან საჭირბოროტო საკითხებზე; ავტორია წიგნებისა: "მზია და ფისო"(1939, საბავშვო პოემა), "მარგალიტის მძივები"(1941, ლექსთა კრებული), "დარღვეული ოჯახი"(1941, მოთხრობა), "ბუბა და ლელა"(1949, მოთხრობა), "მშობლიურ ცის ქვეშ"(1952). 1990 წელს გამოიცა მისი კრებული - "პეპლები და დედოფლები". წყარო: მამულიშვილთა სავანე. - თბ., 1994. - გვ.264; საქართველოს ნეკროპოლი: geonecropol.com; ქართველი პოეტები : ენციკლოპედია / შეადგინა ალექსანდრე ელერდაშვილმა.- თბ.,2021.- გვ. 218-219; საქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ.654 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |