The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ლიდია მეგრელიძე

ლიდია მეგრელიძე
ოფიციალური სახელი:ლიდია მამულაშვილი
სხვა სახელი:დასელი ქალი  (ფსევდონიმი)
მიმქრალი  (ფსევდონიმი)
ნამცეცა  (ფსევდონიმი)
დაბადების თარიღი:14 აგვისტო, 1883
გარდაცვ. თარიღი:13 ივლისი, 1968  (84 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:დიდუბის პანთეონი, თბილისი
კატეგორია:მწერალი, პოეტი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ბაილეთი, ოზურგეთის რაიონი.

1905-1917წწ. ეწეოდა პოლიტიკურ მოღვაწეობას; იცავდა ადამიანთა, უმეტესად ქალთა უფლებებს; დაარსა საკვირაო სკოლა წერა–კითხვის უცოდინართათვის და საღამოს კურსები მცირეწლოვან ნოქრებისათვის; 1910 წელს დაიბეჭდა მისი პირველი ლექსი "გაზაფხული" ჟურნალ "ნაკადულში"; 1925-1927წწ. პირველად გამოსცა საბავშვო ლექსების ორი პატარა კრებული; გარდა მხატვრული ლიტერატურისა, წერდა მრავალ წერილებს მუშების ცხოვრებაზე და სხვა წვრილმან საჭირბოროტო საკითხებზე; ავტორია წიგნებისა: "მზია და ფისო"(1939, საბავშვო პოემა), "მარგალიტის მძივები"(1941, ლექსთა კრებული), "დარღვეული ოჯახი"(1941, მოთხრობა), "ბუბა და ლელა"(1949, მოთხრობა), "მშობლიურ ცის ქვეშ"(1952). 1990 წელს გამოიცა მისი კრებული - "პეპლები და დედოფლები".

წყარო: მამულიშვილთა სავანე. - თბ., 1994. - გვ.264; საქართველოს ნეკროპოლი: geonecropol.comქართველი პოეტები : ენციკლოპედია / შეადგინა ალექსანდრე ელერდაშვილმა.- თბ.,2021.- გვ. 218-219

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • აკადემიურ მწერალთა კორპორაცია, წევრი
  • განათლების საზოგადოება, ერთ–ერთი დამაარსებელი (1915-)
  • რუსეთის სოციალ–დემოკრატიული მუშათა პარტიის ფოთის ორგანიზაცია, წევრი (1905-)
  • საქართველოს საბჭოთა მწერლების კავშირი, წევრი (1934-)
  • ფოთის ქალთა საზოგადოება, დამაარსებელი, თავმჯდომარე (1915-)
  • ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, ერთ–ერთი დამაარსებელი (1915-)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • მედალი "შრომითი მამაცობისთვის"

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: