შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ბაბილინა ხოსიტაშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ბოდბისხევი, სიღნაღის რაიონი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიურ–ისტორიული ფაკულტეტი 1930 წელს. 1907-1910წწ. მუშაობდა მასწავლებლობდა წერა–კითხვის უცოდინართა საკვირაო სკოლებში; 1921 წლიდან იყო საბჭოთა მწერლების კავშირში ბიბლიოთეკის გამგე; მუშაობდა ჟურნალ "ჯეჯილის" კორექტორად და ექსპედიტორად; 1936 წელს ბორჯომის რაიაღმასკომის გაზეთის რედაქციაში ლიტერატურულ მუშაკად და სტილისტად; 1905 წელს დაიბეჭდა მისი პირველი ლექსი გაზეთ "მიწაში"; მეორე ლექსი ყოველკვირეულ ჟურნალ "გლეხში"; ნათარგმნი აქვს – ვიქტორ ჰიუგოს "პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი" (1941-1942), "კაცი რომელიც იცინის" (1930), ი. ვ. ლერმონტოვის პოემა "მწირი"(1942). წყარო: მწერალთა ავტობიოგრაფიები. წ. 1/გიორგი ლეონიძის სახ. ქართ. ლიტ. მუზეუმი. -თბ., 2013. -გვ.423-430; განმანათლებლობა საქართველოში - იდეები და მოღვაწეები: nateba.webbreeze.net ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |