The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ბაბილინა ხოსიტაშვილი

ბაბილინა ხოსიტაშვილი
ოფიციალური სახელი:ბარბარე ხოსიტაშვილი
დაბადების თარიღი:4 დეკემბერი, 1884
გარდაცვ. თარიღი:1973  (88 წლის ასაკში)
კატეგორია:მთარგმნელი, მწერალი, პოეტი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ბოდბისხევი, სიღნაღის რაიონი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიურ–ისტორიული ფაკულტეტი 1930 წელს.

1907-1910წწ. მუშაობდა მასწავლებლობდა წერა–კითხვის უცოდინართა საკვირაო სკოლებში; 1921 წლიდან იყო საბჭოთა მწერლების კავშირში ბიბლიოთეკის გამგე; მუშაობდა ჟურნალ "ჯეჯილის" კორექტორად და ექსპედიტორად; 1936 წელს ბორჯომის რაიაღმასკომის გაზეთის რედაქციაში ლიტერატურულ მუშაკად და სტილისტად; 1905 წელს დაიბეჭდა მისი პირველი ლექსი გაზეთ "მიწაში"; მეორე ლექსი ყოველკვირეულ ჟურნალ "გლეხში"; ნათარგმნი აქვს – ვიქტორ ჰიუგოს "პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი" (1941-1942), "კაცი რომელიც იცინის" (1930), ი. ვ. ლერმონტოვის პოემა "მწირი"(1942).

წყარო: მწერალთა ავტობიოგრაფიები. წ. 1/გიორგი ლეონიძის სახ. ქართ. ლიტ. მუზეუმი. -თბ., 2013. -გვ.423-430; განმანათლებლობა საქართველოში - იდეები და მოღვაწეები: nateba.webbreeze.net

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • აკადემიურ მწერალთა ჯგუფი, წევრი
  • საქართველოს საბჭოთა მწერლების კავშირი, წევრი (1934-)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • მედალი "შრომითი მამაცობისთვის"

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: