Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
მიხეილ კინწურაშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი შხეფი, სენაკის რაიონი. დაამთავრა ხარკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიულ–ფილოლოგიური ფაკულტეტი 1912 წელს. 1912-1916წწ. მასწავლებლობდა შუშის რეალურ სასწავლებელში; 1916-1919წწ. გორში ჯერ ვაჟთა გიმნაზიაში, შემდეგ ქალთა გიმნაზიაში; 1919-1922წწ. იყო ფოთში ვაჟთა გიმნაზიის დირექტორი, შემდეგ ფოთის ტექნიკუმის დირექტორი და განათლების განყოფილების გამგის მოადგილე; 1923-1928წწ. მუშაობდა თბილისის აღმასკომის სტატისტიკური განყოფილების განათლების სტატისტიკის განყოფილების გამგედ; 1928-1929წწ. გაზეთ "კომუნისტის" რედაქციაში მთარგმნელად; 1904-1905წწ. ეწეოდა რევოლუციურ პროპაგანდას სამეგრელოს სოფლებში; ლექსებს აქვეყნებდა "ივერიაში", "მწყემსში", "მოგზაურში", "ჩვენ ხმაში", "თეატრსა და ცხოვრებაში", ასევე სხვადასხვა კრებულებში; 1922 წელს დაიბეჭდა მისი თხზულებების პირველი ტომი; თარგმნიდა უკრაინულ და რუსულ ლიტერატურ ნაწარმოებებს. მიღებული აქვს კიროვის სახელობის პოლიტექნიკური ინსტიტუტის ჯილდო (1946). წყარო: მწერალთა ავტობიოგრაფიები. წ. 1/გიორგი ლეონიძის სახ. ქართ. ლიტ. მუზეუმი. -თბ., 2013. -გვ.431-447; ქართველ მოღვაწეთა ნეკროპოლი. წ. 1/ შეადგ., წინასიტყვაობა, შენიშვნები და საძიებელი დაურთო სოლომონ ხუციშვილმა. -თბ., 1961. -გვ.132; საქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ. 59 Member of Organizations
Awards and Honors
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |