The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ლევან მეტრეველი

ლევან მეტრეველი
დაბადების თარიღი:1887
გარდაცვ. თარიღი:27 აგვისტო, 1941  (54 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:ვაკის სასაფლაო, თბილისი
კატეგორია:მწერალი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ვაყა, ხაშურის რაიონი.

მუშაობდა თბილისის, ბაქოს და ოდესის საწარმოებში; 1905-1907წწ. მონაწილეობდა რევოლუციაში; 1901 წელს დაიბეჭდა მისი პირველი ლექსი გაზეთ "მოგზაურში"; 1926-1941წწ. შეკრიბა და გამოსცა "ქართული ანდაზები"; ავტორია მოთხრობების, მხატვრული ნარკვევების, კრიტიკული წერილების, საბავშვო თხზულებების. მას ეკუთვნის მოთხრობები: "ჩადროსანი", "საზღვარზე", "აუღებელი სიმაგრე", "კაჟი და კვესი", "საბედისწერო პაემანი". რევოლუციონერი მწერალი.

წყარო: მწერალთა ავტობიოგრაფიები. წ. 1/გიორგი ლეონიძის სახ. ქართ. ლიტ. მუზეუმი. -თბ., 2013. -გვ.464-472; ქართველ მოღვაწეთა ნეკროპოლი. წ. 1/ შეადგ., წინასიტყვაობა, შენიშვნები და საძიებელი დაურთო სოლომონ ხუციშვილმა. -თბ., 1961. -გვ.134; ლევან მეტრეველი : ნეკროლოგი : 1887-1941 / საქართველოს საბჭოთა მწერლების კავშირი // ლიტერატურული საქართველო. - თბილისი, 1941. - 29 აგვისტო. - N35

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს საბჭოთა მწერლების კავშირი, წევრი (1934-)
  • ქართველ მწერალთა ჯგუფი, წევრი
  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, წევრი

ბიბლიოგრაფია

  • ცხრათვალა მზე : მოთხრობების კრებული (ავტორი). - ტფილისი, ფედერაცია-ს გამომცემლობა და სტამბა, 1939. - 280გვ.
  • ჯაგანი : მოთხრობა (ავტორი). - ტფილისი, ფედერაცია და სტ., 1936. - 283გვ.
  • ანდაზები (ავტორი). - ტფილისი, სახელგამის გა-მა და 1-ლი სტ., 1936. - 94გვ.
  • ორი გმირი : საშუალო ასაკისათვის (ავტორი). - ტფილისი, სახელგამის საბ. და ახალგაზრ. სექტ. გა-მა და 1-ლი სტ., 1935. - 61გვ.

გააზიარე: