შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ფუცუ დგებუაძე-ფულარია![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ჩუნეში, წყალტუბოს რაიონი. სწავლობდა დაუსწრებელ ინსტიტუტში ქართული ლიტერატურის ფაკულტეტზე. 1909-1917წწ. იყო ცხაკაიაში ქალთა გიმნაზიის გამგე; 1920–1922წწ. დაწყებითი სასწავლებლის გამგე და მასწავლებელი; 1934-1937წწ. არასრული სშუალო სკოლის გამგე; 1917-1920წწ. სოხუმში ქალთა გიმნაზიის მასწავლებელი; 1930-1932წწ. შრომის სკოლის მასწავლებელი; 1922-1924წწ. ქუთაისში საბავშვო ბაღის ხელმძღვანელი; 1924-1930წწ. საბავშვო სახლის გამგე; 1932-1933წწ. თბილისში პროფკავშირული სკოლის რუსული ენის პედაგოგი; 1933-1934წწ. საბავშვო ბაგა–ბაღის გამგე; 1937-1943წწ. სამტრედიაში სოფელ ღანირში რუსული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი. ავტორია წიგნებისა: "გრძნობათა ნანგრევებზე"(1927, მოთხრობა), "ოქროს ბეჭედი"(რომანი), "მოთხრობები"; მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.2. – თბ., 2012. – გვ.344 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |