The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ფუცუ დგებუაძე-ფულარია

ფუცუ დგებუაძე-ფულარია
ოფიციალური სახელი:მარიამ დგებუაძე-ფულარია
სხვა სახელი:ფუცუ  (ფსევდონიმი)
ქალი  (ფსევდონიმი)
დაბადების თარიღი:27 აგვისტო, 1887
გარდაცვ. თარიღი:23 ივლისი, 1969  (81 წლის ასაკში)
კატეგორია:მწერალი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ჩუნეში, წყალტუბოს რაიონი.

სწავლობდა დაუსწრებელ ინსტიტუტში ქართული ლიტერატურის ფაკულტეტზე.

1909-1917წწ. იყო ცხაკაიაში ქალთა გიმნაზიის გამგე; 1920–1922წწ. დაწყებითი სასწავლებლის გამგე და მასწავლებელი; 1934-1937წწ. არასრული სშუალო სკოლის გამგე; 1917-1920წწ. სოხუმში ქალთა გიმნაზიის მასწავლებელი; 1930-1932წწ. შრომის სკოლის მასწავლებელი; 1922-1924წწ. ქუთაისში საბავშვო ბაღის ხელმძღვანელი; 1924-1930წწ. საბავშვო სახლის გამგე; 1932-1933წწ. თბილისში პროფკავშირული სკოლის რუსული ენის პედაგოგი; 1933-1934წწ. საბავშვო ბაგა–ბაღის გამგე; 1937-1943წწ. სამტრედიაში სოფელ ღანირში რუსული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი. ავტორია წიგნებისა: "გრძნობათა ნანგრევებზე"(1927, მოთხრობა), "ოქროს ბეჭედი"(რომანი), "მოთხრობები"; მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.2. – თბ., 2012. – გვ.344

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს საბჭოთა მწერლების კავშირი, წევრი (1954-)

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: