The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



იოსებ მჭედლიშვილი

იოსებ მჭედლიშვილი
დაბადების თარიღი:20 აპრილი, 1888
გარდაცვ. თარიღი:16 თებერვალი, 1950  (61 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:ვაკის სასაფლაო, თბილისი
კატეგორია:მწერალი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი კაკაბეთი, საგარეჯოს რაიონი.

1906 წელს დაიბეჭდა მისი პირველი ლექსი, "ვერ შამაშინებს მტარვალის რისხვა" გაზეთ "ზარში". მას შემდეგ მისი ლექსები და მოთხრობები იბეჭდებოდა ყველა პერიოდულ გამოცემებში: "სახალხო საქმეში", ჟურნალ "ნაკადულში", "ჯეჯილში", "ნიშადურში"; 1916 წელს წერა–კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ ცალკე წიგნად გამოსცა მისი "მწყემსის წერილები", ხოლო 1922 წელს დაიბეჭდა ლექსების პირველი ტომი. ავტორია ნაწარმოებებისა: "მსოფლიო გრგვინვაში"(1928), "მწყემსის წერილები" (1917, მოთხრობა), "შვიდნი ძმანნი ხევსურნი" (1916, პოემა), "ჯვარცმული ლეგენდა"(1933, დრამა), "ალექსანდრე ბატონიშვილი" (1935, დრამა), "იოანნა ბუიანაა" (1940, პიესა), "თქმულება შოთა რუსთაველზე" (პოემა).

წყარო: მწერალთა ავტობიოგრაფიები. წ. 1/გიორგი ლეონიძის სახ. ქართ. ლიტ. მუზეუმი. -თბ., 2013. -გვ.518-521;  qwelly.comქართველ მოღვაწეთა ნეკროპოლი. წ. 1/ შეადგ., წინასიტყვაობა, შენიშვნები და საძიებელი დაურთო სოლომონ ხუციშვილმა. -თბ., 1961. -გვ.135

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს საბჭოთა მწერლების კავშირი, წევრი (1934-)
  • ქართველ მწერალთა კავშირი, წევრი

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: