შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
პარმენ რურუა![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ბანძა, მარტვილის რაიონი. 1901-1902წწ. მუშაობდა ბათუმში მანთაშევის ქარხანაში; 1903-1917წწ. სამკერვალო სახელოსნოში მკერავად; 1930-1937წწ. ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში, ოპერატორად; 1928-1930წწ. იყო ბათუმის მუშათა კლუბის ლიტერატურული წრის ხელმძღვანელი; 1937 წლიდან გამომცემლის თანამდებობაზე აჭარის სახელმწიფო გამომცემლობაში; თანამშრომლობდა თბილისის ბათუმის და ქუთაისის სხვადასხვა ჟურნალ–გაზეთებში. შრომითი საქმიანობის გამო, XX საუკუნის დასაწყისის ლიტერატორის შემფასებლები მას მუშა-პოეტად მოიხსენიებდნენ. 1911 წელს დაიბეჭდა მისი პირველი ლექსი "იმედი" "ბათუმის გაზეთში"; 1927 წელს გამოსცა პირველი ლექსების წიგნი "ლექსები". ავტორია წიგნებისა: "მხედრული ლექსები", "ლექსების კრებული", "ბუნება და ბავშვები", "ნაცარქექია", "ოქტომბერს", "მხატვრული სიმღერები", "ერთტომეული", "წვეთები ზღვაში", "მზე და ყვავილები", "რჩეული". ავტორია ოცამდე წიგნისა. ბათუმის ერთ-ერთი ქუჩა პარმენ რურუას სახელს ატარებს. წყარო: მწერალთა ავტობიოგრაფიები. წ. 1/გიორგი ლეონიძის სახ. ქართ. ლიტ. მუზეუმი. -თბ., 2013. -გვ.545-549; საქართველოს ნეკროპოლი: geonecropol.com; საინფორმაციო ცნობარი აჭარაში მოღვაწე მწერალთა შესახებ / შემდგენელი ცისანა ანთაძე.-ბათუმი, 2019.-გვ.181 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |