შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
სეზმან ერთაწმინდელი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ერთაწმინდა, კასპის რაიონი. მუშაობდა კორექტორად სხვადასხვა ჟურნალ–გაზეთებში; მეტაბელედ ფეხსაცმლის სახელოსნოში; 1921-1927წწ. მსახურობდა წითელი არმიის ქართულ ნაწილებსა და გამომცემლობებში ლიტერატურულ და დრამატულ წრეების ხელმძღვანელად, მთარგმნელ–კორექტორ–გამომშვებად; 1921 წელს თბილისის რევკომის დრამატული წრის ავტორ–მსახიობ–ხელმძღვანელად; 1922-1926წწ. საქართველოს კომკავშირის გამომცემლობაში ავტორ–კორექტორ–გამომშვებად; 1925-1928წწ. საქართველოს სახელმწიფო და სავაჭრო დაწესებულებეთა მუშა–მომსახურეების კავშირთან არსებული ქართული "ლურჯი ხალათის" დასის ავტორ–მსახიობად; 1908-1928წწ. საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში დროგამოშვებით მუშაობდა სცენაზე ავტორ–მსახიობ–ხელმძღვანელად; ცალკე წიგნად აქვს გამოცემული 40–მდე ლექსი, მოთხრობები და პიესები; თარგმნიდა სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე. წყარო: მწერალთა ავტობიოგრაფიები. წ. 1/გიორგი ლეონიძის სახ. ქართ. ლიტ. მუზეუმი. -თბ., 2013. -გვ.553-554 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |