The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



სეზმან ერთაწმინდელი

სეზმან ერთაწმინდელი
ოფიციალური სახელი:სეზმან ბატკუაშვილი
სხვა სახელი:ერთაწმინდელი  (ფსევდონიმი)
დაბადების თარიღი:25 ნოემბერი, 1888
გარდაცვ. თარიღი:24 ივნისი, 1944  (55 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი: სოფელ ერთაწმინდის სასაფლაო, კასპის რაიონი
კატეგორია:მთარგმნელი, მწერალი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ერთაწმინდა, კასპის რაიონი.

მუშაობდა კორექტორად სხვადასხვა ჟურნალ–გაზეთებში; მეტაბელედ ფეხსაცმლის სახელოსნოში; 1921-1927წწ. მსახურობდა წითელი არმიის ქართულ ნაწილებსა და გამომცემლობებში ლიტერატურულ და დრამატულ წრეების ხელმძღვანელად, მთარგმნელ–კორექტორ–გამომშვებად; 1921 წელს თბილისის რევკომის დრამატული წრის ავტორ–მსახიობ–ხელმძღვანელად; 1922-1926წწ. საქართველოს კომკავშირის გამომცემლობაში ავტორ–კორექტორ–გამომშვებად; 1925-1928წწ. საქართველოს სახელმწიფო და სავაჭრო დაწესებულებეთა მუშა–მომსახურეების კავშირთან არსებული ქართული "ლურჯი ხალათის" დასის ავტორ–მსახიობად; 1908-1928წწ. საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში დროგამოშვებით მუშაობდა სცენაზე ავტორ–მსახიობ–ხელმძღვანელად; ცალკე წიგნად აქვს გამოცემული 40–მდე ლექსი, მოთხრობები და პიესები; თარგმნიდა სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე.

წყარო: მწერალთა ავტობიოგრაფიები. წ. 1/გიორგი ლეონიძის სახ. ქართ. ლიტ. მუზეუმი. -თბ., 2013. -გვ.553-554

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს საბჭოთა მწერლების კავშირი, წევრი

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: