შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
კონსტანტინე კაპანელი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი კაპანა, აბაშის რაიონი. დაამთავრა საფრანგეთის გრენობლის უნივერსიტეტის სიტყვიერების ფაკულტეტი. მუშაობდა ქუთაისის და ბათუმის სასწავლებლებში; 1923 წლიდან თბილისის კონსერვატორიასა და ამიერკავკასიის კომუნისტურ უნივერსიტეტში; 1929 წლიდან მოსკოვის სამხატვრო აკადემიაში კითხულობდა ლექციებს ქართული ხელოვნების შესახებ; 1931 წელს დანიშნეს თბილისის პედაგოგიური ინსტიტუტის კათედრის გამგედ; 1931–1933წწ. იყო მცენარეთა დაცვის ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე; თავდაპირველად ნაწარმოებებს წერდა რუსულ ენაზე; მისი პირველი ნაშრომი დაიბეჭდა გაზეთ "ზაკავკაზსკაია რეჩში" სათაურით "Идея страдания в грузинской литературе"; ცალკე წიგნად აქვს გამოცემული შემდეგი ნაწარმოებები: "სული და იდეა" (1923), "სოციალური ესთეტიკის საფუძვლები" (1925), "ქართული სული ესთეტიურ სახეებში" (1926), "ქართული ლიტერატურის სოციალური გენეზისი" (1928). წყარო: მწერალთა ავტობიოგრაფიები. წ. 1/გიორგი ლეონიძის სახ. ქართ. ლიტ. მუზეუმი. -თბ., 2013. -გვ.587-588; ქართველ მოღვაწეთა ნეკროპოლი. წ. 1/ შეადგ., წინასიტყვაობა, შენიშვნები და საძიებელი დაურთო სოლომონ ხუციშვილმა. -თბ., 1961. -გვ.132 ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |