The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



კონსტანტინე კაპანელი

კონსტანტინე კაპანელი
Legal name:კონსტანტინე ჭანტურაია
Other name:კაპანელი  (Pseudonym)
Date of birth:5 May, 1889
Date of death:10 December, 1952  (at 63 years)
Burial location:ვაკის სასაფლაო, თბილისი
Category:Writer

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი კაპანა, აბაშის რაიონი.

დაამთავრა საფრანგეთის გრენობლის უნივერსიტეტის სიტყვიერების ფაკულტეტი.

მუშაობდა ქუთაისის და ბათუმის სასწავლებლებში; 1923 წლიდან თბილისის კონსერვატორიასა და ამიერკავკასიის კომუნისტურ უნივერსიტეტში; 1929 წლიდან მოსკოვის სამხატვრო აკადემიაში კითხულობდა ლექციებს ქართული ხელოვნების შესახებ; 1931 წელს დანიშნეს თბილისის პედაგოგიური ინსტიტუტის კათედრის გამგედ; 1931–1933წწ. იყო მცენარეთა დაცვის ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე; თავდაპირველად ნაწარმოებებს წერდა რუსულ ენაზე; მისი პირველი ნაშრომი დაიბეჭდა გაზეთ "ზაკავკაზსკაია რეჩში" სათაურით "Идея страдания в грузинской литературе"; ცალკე წიგნად აქვს გამოცემული შემდეგი ნაწარმოებები: "სული და იდეა" (1923), "სოციალური ესთეტიკის საფუძვლები" (1925), "ქართული სული ესთეტიურ სახეებში" (1926), "ქართული ლიტერატურის სოციალური გენეზისი" (1928).

წყარო: მწერალთა ავტობიოგრაფიები. წ. 1/გიორგი ლეონიძის სახ. ქართ. ლიტ. მუზეუმი. -თბ., 2013. -გვ.587-588ქართველ მოღვაწეთა ნეკროპოლი. წ. 1/ შეადგ., წინასიტყვაობა, შენიშვნები და საძიებელი დაურთო სოლომონ ხუციშვილმა. -თბ., 1961. -გვ.132

Bibliography


Share: